მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ოპერირებენ ფარმასაწარმოები, რომლებმაც GMP სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს?

GMP სერტიფიკატს საქართველოში უკვე მეოთხე ფარმაცევტული კომპანია ფლობს. GMP, იგივე „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ სტანდარტი „ბიოქიმფარმმა“ დააკმაყოფილა და გასულ თვეში შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. მანამდე ეს სერტიფიკატი მიიღეს „ავერსი რაციონალმა “, პსპ-ს საწარმო „ჯი ემ ფარმამ და ანტიბიოტიკების მწარმოებელმა კომპანია „აბიფარმმა“. ქვეყანაში GMP და GDP სტანდარტების დანერგვა გასული წლის ივნისიდან გახდა სავალდებულო. კომპანიებს შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად წლის ბოლომდე ჰქონდათ დრო. მიმდინარე წლის იანვრიდან კი ქართულ ბაზარზე ყველა იმ კომპანიის პროდუქციის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალა, რომელთა საწარმოებმაც მოთხოვნილი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს. 

მოთხოვნა არ შეეხო ექსპორტიორ კომპანიებს, მათ 2025 წლამდე აქვთ უფლება GMP სერტიფიკატის გარეშე განახორციელონ ექსპორტი. როგორ ოპერირებს ბაზარზე მოქმედი 50-ზე მეტი ფარმაცევტული საწარმო დღეს, გამოიწვია თუ არა ახალ რეგულაციებზე გადასვლამ მათი საწარმოო პროცესის გაჩერება და რამდენი საწარმო ემზადება სერტიფიკატის მისაღებად? 

სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები