ქალაქის დინამიკასა და ბუნების სიმშვიდეს შორის ბალანსის პოვნა თანამედროვე საცხოვრებელი პროექტების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამ იდეაზეა დაფუძნებული „იდეა დეველოპმენტის“ პროექტები, სადაც არქიტექტურა, ლანდშაფტი და ცხოვრების თანამედროვე სტანდარტები ერთიან, ჰარმონიულ სივრცედ გარდაიქმნება. - ამის შესახებ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ კომპანია „იდეა დეველოპმენტის“ დეველოპმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა ისაუბრა.
ირაკლი შანიძის თქმით, კომპანიის მიზანია შექმნას არა უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსები, არამედ გარემო, რომელიც მომხმარებელს ბუნებასთან სიახლოვეს, კომფორტსა და მაღალი ხარისხის ცხოვრების გამოცდილებას სთავაზობს.
„იდეა დეველოპმენტის კონცეფცია შემუშავდა იმგვარად, რომ სრულად მორგებული ყოფილიყო გარემოსთან. პროექტი უნიკალურ ლოკაციაზე მდებარეობს, სადაც ქალაქისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობა ქმნის განსაკუთრებულ საცხოვრებელ გარემოს. აქ დაცულია შეუცვლელი პანორამული ხედები, რაც პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.არქიტექტურული კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს შენობის ტალღოვანი ფორმა, რომელიც ბუნებრივად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს და გარემოს. სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა მთელი პროექტი, რათა არ დარღვეულიყო ბალანსი ბუნებასა და თანამედროვე ცხოვრების რიტმს შორის.
პროექტი დაგეგმილია ისე, რომ თითოეულ ბინას ჰქონდეს საკუთარი ღია და ფუნქციონალური ტერასა. მინის მოაჯირები უზრუნველყოფს ღია სივრცის მაქსიმალურ აღქმას და საშუალებას აძლევს მცხოვრებლებს სრულად დატკბნენ ვერეს ხეობის უნიკალური ხედებით.
კომპლექსი მოიცავს თანამედროვე სტანდარტების ლობის, პადელის მოედანს, გასართობ და მოსასვენებელ სივრცეებს. ყველა დეტალი დაგეგმილია ფუნქციონალურობის პრინციპით, რათა თითოეული სივრცე მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული.
დღეს უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლები გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ დეტალებს. ბინის შეძენამდე ისინი საფუძვლიანად სწავლობენ როგორც პროექტის ხარისხს, ისე მის არქიტექტურას, ინფრასტრუქტურასა და გარემოს. სწორედ ამიტომ, „იდეა დეველოპმენტი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ დეტალს, რათა მაღალი კონკურენციის პირობებში შექმნას გამორჩეული და დახვეწილი პროდუქტი.
ამ ეტაპზე კომპანია ორ მიმდინარე პროექტზე მუშაობს. პირველი არის „პანორამა 2“, რომელიც ზომით შედარებით მცირეა, თუმცა სრულად ინარჩუნებს იმავე არქიტექტურულ და კონცეპტუალურ ხედვას. ასევე იწყება ახალი, მაღალი ხარისხის საცხოვრებელი პროექტის განვითარება ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე. ჩვენი მთავარი მიმართულებაა რეალურად ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, თანამედროვე სტანდარტებითა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით.“ - განაცხადა ირაკლი შანიძემ.

























