მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ პოზიციონირებს ქართული სამზარეულო TasteAtlas-ის 2025 წლის რეიტინგებში?

ქართული სამზარეულო

გლობალურმა კულინარიულმა გამოცემა TasteAtlas-მა 2025/2026 წლების საუკეთესო სამზარეულოების, კერძებისა და დესერტების რეიტინგები გამოაქვეყნა.

საუკეთესო კერძების რეიტინგში დამოუკიდებელ კატეგორიებადაა განხილული სხვადასხვა სახეობები, რომელთა შორისაც, საუკეთესო (არატკბილი) ღვეზელების TOP ხუთეულიდან, 4 ქართულია.

საუკეთესო ღვეზელებს შორის პირველ ადგილს აჭარული ხაჭაპური იკავებს. მეორე ადგილზე ტრადიციული ხაჭაპური. მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურები ინაწილებენ. რეიტინგში მე-14, მე-17, 22-ე, 29-ე და 75-ე ადგილებზეა გურული, იმერული, სვანური, ოსური ხაჭაპურები და მხლოვანიც.

TasteAtlas-მა 100 საუკეთესო სამზარეულოს შორის, ქართული 21-ე ადგილზე დაასახელა. ამ კატეგორიაში საუკეთესო კერძებად დასახელდნენ და 5 ქულიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს: ნარჩვი, ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, წიწილა ტაბაკა.

მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძოს შორის დასახელდნენ ასევე ქართული მწვადი, 86-ე ადგილზე და ხაჭაპური - 91-ე ადგილზე.

100 საუკეთესო რეგიონს შორის 64-ე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამზარეულო.

TasteAtlas კულინარიულ რეიტინგებს ყოველწლიურად აახლებს. წელს საუკეთესო სამზარეულოების ტიტული გამოცემამ შემდეგ 10 ქვეყანას მიანიჭა:

  1. იტალია
  2. საბერძნეთი
  3. პერუ
  4. პორტუგალია
  5. ესპანეთი
  6. იაპონია
  7. თურქეთი
  8. ჩინეთი
  9. საფრანგეთი
  10. ინდონეზია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები