მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ რეაგირებენ ომზე მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები?

ეკონომიკური სტაბილურობის მოლოდინი ნაადრევი აღმოჩნდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა და ნავთობზე ფასების მკვეთრმა ზრდამ მსოფლიო ახალი ინფლაციური შოკის წინაშე დააყენა. შექმნილი კრიზისის ფონზე, მსოფლიოს უმსხვილესმა ცენტრალურმა ბანკებმა, მათ შორის ამერიკის, ევროპის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის მარეგულირებლებმა, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით შეაჩერონ მონეტარული პოლიტიკის შერბილება და საპროცენტო განაკვეთები არსებულ ნიშნულებზე დატოვონ. რატომ შეიკავეს თავი მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ეკონომიკის სტიმულირებისგან, რა გავლენას მოახდენს ენერგეტიკული ბაზრების რყევა გლობალურ ფასებზე და დააწვება თუ არა ეს ტვირთი ისევ მთავრობების ბიუჯეტებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები