მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ რეაგირებს დოლარი ტრამპის მიერ Fed-ის საბჭოს წევრის გათავისუფლების ბრძანებაზე?

ამერიკული დოლარი

სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯის შედეგად ვალუტის რყევების შემდეგ, დოლარმა დასტაბილურება დაიწყო.

კერძოდ, დოლართან მიმართებით, ევრო და გირვანქა სტერლინგი მცირედით შეიცვალნენ, გაცვლითმა კურსმა, შესაბამისად, $1.1617 და $1.3461 შეადგინა - მსგავსი ცვლილება აისახა ისეთ ვალუტებზეც, როგორებიცაა იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი.

დოლარის ინდექსი, რომელიც ამერიკულ ვალუტას სხვა ექვს ვალუტასთან მიმართებით ზომავს, ტრამპის მიერ ფედერალური რეზერვის მმართველი საბჭოს წევრის, ლიზა კუკის დათხოვნის ბრძანების შემდეგ, 0.4%-ით შემცირდა, მოგვიანებით კი კვლავ გაიზარდა და 98.42-ზე ავიდა.

ორშაბათს, გვიან ღამით, დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ფედერალური რეზერვის მაღალჩინოსნის, ლიზა კუკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. როგორც მან აღნიშნა, არსებობს "საკმარისი მიზეზები" იმის დასაჯერებლად, რომ კუკმა იპოთეკური სესხის ხელსაყრელი პირობების მისაღებად დოკუმენტაცია გააყალბა. ტრამპის თქმით, FED-ის მაღალჩინოსნის გადაყენების უფლებას მას კონსტიტუცია აძლევს. საპასუხოდ, ლიზა კუკმა განაცხადა, რომ ტრამპს მისი გათავისუფლების უფლება არ აქვს და გადადგომასაც არ აპირებს.აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების მცდელობა დონალდ ტრამპის მიერ გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯია, რასაც 47-ე პრეზიდენტის მიერ FED-ზე გაზრდილი წნეხი უსწრებდა წინ; კუკი ერთ-ერთი იყო იმ უფლებამოსილ პირებს შორის, ვინც ივლისის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი, ნაცვლად მისი შემცირებისა, როგორც ამას ტრამპი ისურვებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები