მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ რეაგირებს მოსახლეობა სურსათის უვნებლობის დარღვევის შემთხვევებზე? - კვლევა

64a1b27563bd0
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.23 10:05
472
სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცნობადობის შესახებ კვლევის მიხედვით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენის მიუხედავად გამოკითხული რესპონდენტების თითქმის ნახევარს - 48%-ს არანაირი ღონისძიებისათვის არ მიუმართავს.

ეისითის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში რესპონდენტების 58%-ს სურსათის სარეალიზაციო ობიექტზე და/ან კვების ობიექტზე რაიმე სახის დარღვევა აღმოუჩენია.

ამასთან, რესპონდენტებს შორის სურსათის უვნებლობის დარღვევებზე რეაგირების ყველაზე გავრცელებულ ფორმებს შორისაა პროდუქციის შეძენის ადგილზე პრეტენზიის დაფიქსირებია / ობიექტის ვებგვერდზე/ფეისბუქგვერდზე მიწერა, რასაც გამოკითხულთა 28% მიმართავს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული დარღვევების შესახებ მხოლოდ 5-მა რესპონდენტმა მიმართა.

აღსანიშნია, რომ რესპონდენტების მიერ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში საკუთარი ცოდნის შეფასებამ საშუალოდ 3.2 ქულა შეადგინა (5-დან). ამასთან, რესპონდენტების ნახევარზე მეტი - 61% გამოთქვამს სურვილს, რომ სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ რესპონდენტებს შორის განსაკუთრებით მაღალია დაინტერესება შემდეგი საკითხით: უვნებელი პროდუქციის შერჩევის მეთოდები - 42%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები