2022 წლის 2 ივნისიდან კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა შენობა-ნაგებობის გაერთიანებასა და გამიჯვნასთან დაკავშირებით.
კერძოდ 2022 წლის 2 ივნისიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 831 ბრძანებით, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის დაყოფისა და გაერთიანების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში წარმოებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე.
ის, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლოლებამდე, შეგვეძლო მიგვემართა საჯარო რეესტრისთვის შენობა ნაგებობის დაყოფასთან დაკავშირებით, ეს წესი ამ დადგენილებამ შეცვალა და შეიძლება ვთქვათ რომ შედარებით გაართულა პროცესები, თუმცა ამ დადგენილების მიზანს და კერძოდ აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენს რომ დადგინდეს შენობა-ნაგებობას ხომ არ აემუქრება საფრთხე მისი დაყოფის ან გაერთიანების შედეგად. კერძოდ საფრთხე ხომ არ ექმნება შენობა ნაგებობის კონსტრუქციას, სიმტკიცეს, მდგრადობას, სეისმომედეგობას და ცეცხლ მედეგობას.
რას გვიცვლის პრაქტიკაში ეს დადგენილება?
2022 წლის 2 ივნისიდან, როდესაც 831 დადგენილება ამოქმედდა, იმისათვის რომ თუნდაც ჩვენი ბინა გავყოთ ან გავაერთიანოთ, საჭიროა რომ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციით ჯერ მივმართოთ შესაბამის ორგანოს, ამ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მხოლოდ მათ მიერ გაცემული დასკვნის საფუძლეზე შეგვიძლია გაყოფა ან გაერთიანება დაგვარეგისტიროთ საჯარო რეესტში.
თავდაპირველად ამისთვის საჭიროა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართოთ რამდენიმე ტიპის აზომვითი ნახაზებით, კერძოდ 1. შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ნახაზებით 2. შენობა-ნაგებობაში განმახორციელებელი ცვლილებების ამსახველი ნახაზებით , 3. ასევე აუცილებელია არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის წარდგენა, მითითებით, იმის თაობაზე, ხომ არ საჭიროებს ცვლილება კონსტრუქციულ გადაკეთაბას. თუკი ცვლილება კონსტრუქციულ გადაკეთებას გულისხმობს, დამატებით შესაბამისმა ორგანომ შეიძლება მოგვთხოვოს აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნა, უძრავი ქონების კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობასთან დაკავშირებით.
შეჯამებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ 831 დადგენილებით დაწესებული ახალი რეგულაცია, პოზიტიურად შეფასდეს ვინაიდან იგი ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.