“საქმის კურსთან" ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” რეგულაციებმა, შესაძლოა, ეკონომიკურ ზრდაზე მინუს 0.8%-ით იმოქმედოს. თუმცა, გვენეტაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებების ზუსტი ეფექტის წინასწარ დათვლა რთულია, რადგანაც ეს პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ადაპტირდებიან ქვეყნის საფინანსო ორგანიზაციები ახალ წესებზე და როგორ შეძლებენ ბაზარს შესთავაზონ ახალი ტიპის ინოვაციური საფინანსო პროდუქტები.
2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის“პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდება. ბანკებსა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს მსესხებლის შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდებათ.
“რადგანაც პირობები იცვლებოდა, რადგანაც იყო ჯერ 100%-იანი ლიმიტი, შემდგომში შეიცვალა 50%-იანი ლიმიტით, მოგეხსენებათ რომ თავდაპირველად იყო 100,000 ლარამდე სესხების გაცემა ლარში, ახლა ეს 200,000 ლარამდე გაიზარდა - აქედან გამომდინარე პროგნოზები იცვლება. საკმაოდ რთულია ამის შეფასება. შესაძლებელია 0.8%, მაგრამ ძალიან პირობითად. ხაზს ვუსვამ ძალიან პირობითი რიცხვია, შეიძლება საერთოდაც არ იყოს ნეგატიური ზემოქმედება და პირიქით, უფრო დადებითიც იყოს. თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, ჩვენ საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე უკვე ვისაუბრეთ, რადგანაც ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ჩანაცვლდება ეს სესხები სხვა მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ ინოვაციურები არიან ბევრი მიმართულებით, მიჭირს იმის დაჯერება, რომ მათ თავისუფალი სახსრები არ მიმართონ რაიმე მიმართულებით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამის რისკი, რომ ცვლილებებს უარყოფითი გავლენა ექნება, უფრო და უფრო მცირდება,”- “საქმის კურსთან” ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, საფინანსო სექტორს რეგულაციებთან დაკავშირებით რიგი შენიშვნები აქვს. ძნელაძე ამბობს, რომ ცვლილებები ბანკებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.