კოსმოსის კიდეების დაპყრობისა და ვარსკვლავთ შორის მოგზაურობის ოცნება კაცობრიობას ოდითგანვე თან მოსდევს, თუმცა მის ასახდენად ქმედითი ნაბიჯები იშვიათად თუ გადადგმულა. ამ ოცნებით შეპყრობილმა მეწარმემ, ილონ მასკმა 2002 წელს კომპანია SpeaceX დააფუძნა, რომელმაც მიზნად არა მარტო კოსმოსის შესწავლა, არამედ მარსის კოლონიზაცია დაისახა.
ამ ამბიციური მიზნის მიღწევის მთავარ გზად SpaceX-ს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები ესახება. საქმე ისაა, რომ ბაზარზე SpaceX-ის გამოჩენამდე კოსმოსური რაკეტა ერთჯერადი გამოყენების მოწყობილობა იყო, რომელიც კოლოსალურად ძვირი ღირდა და მისი ოპერირება იმდენად დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომ კოსმოსური პროგრამის განხორციელების საშუალება მხოლოდ სახელმწიფოებს ჰქონდათ.
2008 წელს Falcon-ის სატესტო გაფრენით დამტკიცდა, რომ მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების შექმნა არა მარტო თეორიულად, არამედ რეალურადაც შესაძლებელი იყო. თუმცა სანამ Falcon-ი ფრთებს შეისხამდა, ილონ მასკის გუნდს განადგურებული და გაცამტვერებული რაკეტების მთა დაუგროვდა, თუმცა კომპანია ჯიუტად განაგრძობდა სტატუს-კვოს მოშლას და დინების საწინააღმდეგოდ ცურვას.
2012 წელს Falcon 9 გახდა პირველი კომერციული რაკეტა, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან ტვირთის მიტანა შეძლო. მას შემდეგ, SpaceX-ის რაკეტებმა არაერთხელ მიაღწიეს კოსმოსის მიჯნას და უკან წარმატებით დაბრუნებაც შეძლეს.
ილონ მასკის შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, კომპანიის მთავარი ამოცანა კოსმოსური ტექნოლოგიის გაიაფებაა, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის არა მარტო მრავალჯერადი გამოყენების, არამედ პლანეტათაშორისო მოგზაურობის შესაძლებლობის მქონე ხომალდის შექმნას, რომელსაც საკვანძო როლი ექნება მარსის კოლონიზაციის პროცესში - მეზობელი პლანეტების ათვისება კი, უდავოდ, კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება.
SpaceX-მა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის კოსმოსური ინდუსტრიის ჭეშმარიტი ტექლიდერია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან მან, შესაძლოა, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე ამბიციური მიზნის მიღწევაც კი შეძლოს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.