მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ელექტრონული ვაჭრობა საქართველოში?

BM.GE
13.04.23 11:00
265
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში, მოვაჭრეებს ავალდებულებს გასაყიდ პროდუქციაზე ფასი გარკვევით მიუთითონ. ეს ფიზიკურ ობიექტებზე და განსაკუთრებით ონლაინ პლატფორმებზე მოვაჭრე ბიზნესებს ეხებათ. ვალდებულება განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ონლაინ ხშირად ვაჭრობენ, რადგან მომხმარებლის უფლებებს ამ მიმართულებით უმეტესად სწორედ ონლაინ მოვაჭრეები არღვევენ. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბიზნესის მხრიდან დარღვევას კონკურენციის სააგენტო იმ შემთხვევაში განიხილავს თუ მომხმარებელი კომპანიის ქმედებას გაასაჩივრებს. 

1 ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოქალაქეების განაცხადების მიღება, განხილვა და დარღვევებზე რეაგირება დაიწყო. რა შეიცვალა ელ.ვაჭრობაში მას შემდეგ? 

სტუმარი: თამარ გოგოლაშვილი - ელექტორნული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები