მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა მიწის ღირებულება თბილისში უბნების მიხედვით? – TBC Capital-ის მიმოხილვა

646a585ea513a
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.23 22:34
1881
გასული წლის განმავლობაში დეველოპერული მიზნებისთვის დედაქალაქში ყველაზე მეტი მიწა დიდ დიღომში გაიყიდა. TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული სამშენებლო სექტორის გზამკვლევის მიხედვით, 2022 წელს დიღომში ჯამურად 962 მიწის ნაკვეთი გაიყიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 13%-ით ჩამორჩება.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ თბილისის უბნების უმეტესობაში მიწის ტრანზაქციების მხრივ 2021 წელი ყველაზე აქტიური აღმოჩნდა.

„2022 წელს, გაყიდვების ყველაზე დიდი რაოდენობა დიდ დიღომში დაფიქსირდა (962), რაც 2021 წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. მას შემდგომ მოყვება სამგორი (+25%) 394 ტრანზაქციით და ისანი (+1%) 234- ით“, - ამბობენ მიმოხილვის ავტორები.

ბათუმის შემთხვევაში, გარეუბნებთან შედარებით პერიფერიებში მიწის ტრანზაქციების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. წლიური ზრდაც პერიფერიებში უფრო მაღალია და 2022 წელს 19%-ს აღწევს. ამავე პერიოდში კი გარეუბნებში მხოლოდ 2%-ნი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება მიწის ღირებულებას, თბილისის უბნებში ყველაზე მაღალი საშუალო ფასებით ცენტრალური უბნები - მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო გამოირჩევა.

„განსაკუთრებით აღსანიშნია მთაწმინდის 2022 წლის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის დონეს 46%-ით აღემატება. 2022 წელს წლიური კლება საშუალო გასაყიდ ფასში დაფიქსირდა კრწანისში (-31%), საბურთალოსა (-12%) და ნაძალადევში (-7%).



ბათუმში კი გარეუბნებში არსებული ფასი მნიშვნელოვნად აჭარბებს პერიფერიებს. მაშინ როცა 2022 წელს გარეუბნებში ფასი 300 დოლარს აღემატება, პერიფერიებში დაახლოებით 90 დოლარს უტოლდება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები