ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკის" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (BGEO) აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.45%-ით შემცირდა და ფასი 20.35 გირვანქა სტერლინგს შეადგენს; აღნიშნული ცვლილების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,000 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. ხოლო გასულ თვესთან შედარებით აქციების ფასის ზრდის მაჩვენებელი +42.5%-ს შეადგენს.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBCG) აქციების ღირებულება 3.02%-ით შემცირდა და მისი ფასი 17.36 გირვანქა სტერლინგს შეადგენს; TBC PLC-ის საბაზრო ღირებულება ამჟამად 957 მილიონ გირვანქას შეადგენს. ხოლო ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი 33.33%-ს აღწევს.
"საქართველოს კაპიტალის" (CGEO) აქციების ფასი 1.93%-ით გაიზარდა და მისი ფასი 6.88 გირვანქა სტერლინგს შეადგენს; გასულ თვესთან შედარებით კი ზრდა 12.97%-ია. Georgia Capital-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 320 მილიონს აღწევს.
წყარო - Galt & Taggart




























