მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

63df50e133ba2
გიორგი თოლორდავა
05.02.23 12:00
922
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.74%-ით გაიზარდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 27.05 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.33 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 26%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 3.4%-ს შეადგენს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.60%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 24.45 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 28%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში კი კომპანიის კაპიტალიზაცია 7.5%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება პრაქტიკულად უცვლელად დარჩა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.55 გირვანქა სტერლინგზე შენარჩუნდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 351 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 28%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები