მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

62dae68b11652
BM.GE
22.07.22 21:54
910
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.58%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 12.48 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 38 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 688.35 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 258,896 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა კვირის ანალოგიურია და ამჟამად ერთი აქციის ფასი 14.38 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო ამჟამად 707.06 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 336,989 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების მატებამ 3.45% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.30 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 10 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 293.59 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 104,550 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები