მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

63d4e4300cef5
BM.GE
28.01.23 12:52
620
სტატიაში საუბარია:
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 1.48%-ით შემცირდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 26.55 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.30 მილიარდ სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 31.1%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 3.5%-ს შეადგენს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.41%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 23.35 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.28 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 29.7%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში კი კომპანიის კაპიტალიზაცია 6.1%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება უცვლელია, ერთი აქციის ფასი 7.50 გირვანქა სტერლინგი შეადენს. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 349.51 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 18%-ითაა გაზრდილი, ერთ თვიან ჭრილში კი 0%-იანი ცვლილებაა.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები