მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე?

6496e15e84803
გიორგი თოლორდავა
24.06.23 16:24
416
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.84%-ით შემცირდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 29.65 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.45 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 17%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.40%-ით დაეცა. ბანკის ერთი აქცია 25.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.38 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 17%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.74%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 8.45 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 393 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 11%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart