საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”.
გასული სამუშაო კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით, ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი შემცირდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდა 0.84%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია კვლავ 12.00 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. ამ ზრდის გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 661.87 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.
BGEO-ს აქციების ღირებულება 0.84%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.74 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 5 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 577.25 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 0.75 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 3.83% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.02 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 9.5 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 240.48 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 0.5 მლნ გირვანქა სტერლინგი იყო.
რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია:
რკინიგზა - ბონდის ღირებულება $105.54 - ცვლილება გასული კვირის მანძილზე -0.05%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება - 3.09%-ით არის შემცირებული.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $100.87 - ცვლილება გასული კვირის მანძილზე 0%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება - 3.86%-ით არის შემცირებული.




























