მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

636f33d53f342
გიორგი თოლორდავა
12.11.22 10:00
594
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 0.83%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 24.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 მილიარდ 199 მილიონ სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 46%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 24%-ს აღწევს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.23%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 21.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ამ მატების შედეგად 1 მილიარდ 196 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 46%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 25%-ს აღწევს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების 13.54%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.21 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 336 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 46%-ით გაიზარდა, ერთ თვეში ზრდის მაჩვენებელი კი 24%-ს შეადგენს.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები