ბოლო 5 წელიწადში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 6% შემცირდა, - ინფორმაციას ვებ-გვერდი BANKFACTS.GE, ეროვნული ბანკის მონაცემების ანალიზის შედეგად აქვეყნებს. ვებ-გვერდის მონაცემებით, თუკი 2012 წელს საბაზრო განაკვეთი 18,6%-ს შეადგენდა, 2017 წლისთვის კი 12,6%-მდე შემცირდა.
BANKFACTS.GE ცალკე აანალიზებს სამართლიანი საპროცენტო განაკვეთის ოდენობასაც, რომელიც ბოლო 5 წელში 7%-ითაა შემცირებული, - 21%-დან 13,1%-მდე.
საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ვებ-გვერდი მთელ რიგ ფაქტორებს უკავშირებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მის ფორმირებაზე. კერძოდ, საკრედიტო რისკების 2,7%-ით შემცირება, საოპერაციო ხარჯების 2,1% -ით შემცირება და ფონდირების ხარჯების 2%-ით შემცირება. საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე დადებითად იმოქმედა ასევე ფიქსირებული აქტივების ხარჯის 0,9%-ით შემცირებამაც.