მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა და შემოსავლები 2012 წლიდან დღემდე

5b22264419178
BM.GE
14.06.18 12:22
1478

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია მცირდება. გასულ წელს, საქართველოს დერეფანში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა კიდევ 800 000 ტონით შემცირდა და 41,5 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2013 წელს ეს მაჩვენებელი 47.6 მლნ ტონა იყო.
წლებია მცირდება საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვაც. 2017 წელს საქართველოს რკინიგზამ 10,672,568 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 1,209,166 ტონით, ანუ 10%-ით ნაკლებია.

საქართველოს რკინიგზას 2013 წლიდან 2017 წლამდე მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა

• 2012 წელი - 20,076 მლნ ტონა
• 2013 წელი - 18,185 მლნ ტონა
• 2014 წელი - 16,673 მლნ ტონა
• 2015 წელი - 14,143 მლნ ტონა
• 2016 წელი - 11,882 მლნ ტონა
• 2017 წელი - 10,6 მლნ ტონა

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები

• 2012 - 469.8 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 350 მლნ ლარი
• 2013 - 481.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 364 მლნ ლარი
• 2014 – 511.5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 382.7 მლნ ლარი
• 2015 – 574.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 440 მლნ ლარი
• 2016 - 439,9 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 292, 6 მლნ ტონა
• 2017 წლის 3 კვ - 108,967 მლნ ლარი (8%-ით ნაკლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე); ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 195,4 მლნ.



2017 წელს საქართველოს რკინიგზამ 10,672,568 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 1,209,166 ტონით, ანუ 10%-ით ნაკლებია. გასულ წელს განსაკუთრებით შემცირდა ტრანზიტული ტვირთების მოცულობა და თუკი 2016 წელს მათი რაოდენობა 6,183,037 ტონა იყო, გასულ წელს 4,976,434 ტონამდე შემცირდა.

გადაზიდული ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების რაოდენობა გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით, თითქმის მილიონი ტონით შემცირდა და 4,347,371 ტონა შეადგინა. შემცირდა მარცვლეულის და მარცვლეულის პროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელიც და 302,277 ტონა შეადგინა, ნაცვლად 448,128 ტონისა. თითქმის მილიონი ტონით შემცირდა რკინისა და მანგანუმის მადანის გადაზიდვის მაჩვენებელიც და 462,087 ტონა შეადგინა.

2017 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 8%-ით შემცირდა, ხოლო II კვარტალთან შედარებით კი 21%-ით გაიზარდა. ამასთან, წლის პირველ 9 თვეში სახელმწიფო კომპანიის შემოსავლები წლიურად 6%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები