მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება ექსპორტის სტიმულირების მხარდაჭერა?

BM.GE
28.04.22 10:24
451
ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს. პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

სტუმარი: ნიკა მამუკელაშვილი - "აწარმოე საქართველოში", ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები