მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე და გადაწყვეტილებას ვიღებდე, ვინ იმღეროს საახალწლო კონცერტზე და ვინ არა"

თბილისის მერია
28.12.23 00:38
1034

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას. როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში, შეიძლება, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, სხვაც იმავეს აკეთებს. ზუსტად ესაა განსხვავება მათსა და ჩენს შორის. როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე, ვიღებდე გადაყვეტილებას თუ ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მონაწილეობა და ვინ არ უნდა იმღეროს - ვიღაც იმღერებს, ვიღაც არ იმღერებს, ვიღაც ხვალ იმღერებს, ვიღაც ზეგ.

ღმერთია მოწმე, რომ არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ მე განვსაზღვრო, თუ ვინ უნდა იმღეროს, ვინ გამოვიდეს, როგორი წარმოდგენა და გაფორმება იყოს. ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები