მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობაში დრონების გამოყენება? – MISSIYA-ს განმარტება

agr

თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მცენარეების შეწამვლის კუთხით ეფექტიანობის გასაზრდელად განსაკუთრებით დიდი პოტენციალი უპილოტო საფრენ აპარატებს აქვთ.

მსოფლიოს მასშტაბით ფერმერები აქტიურად იყენებენ აგროდრონებს, ანუ სპეციალურ საფრენ აპარატებს, რომელთაც შესაწამლი ქიმიური ნივთიერების გაფრქვევა შეუძლიათ.

TECH INFORM-ში სტუმრობისას, დრონების მწარმოებელი ქართული კომპანიის, „მისიას“ ინჟინერმა, დავით ნაკაშიძემ სასოფლო-სამეურნეო დრონების შესახებ დაწვრილებით ისაუბრა. მისი განმარტებით, აგროდრონებს მოსავლის შეწამვლის კუთხით ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ, რადგან დრონს მცენარესთან ახლოს შეუძლია მისვლა, პროპელერების წყალობით მას გაფრქვევის მაღალი მაჩვენებელიც გამოარჩევს და, რაც მთავარია, ის შესაწამლი ნივთიერების დაზოგვის საშუალებასაც იძლევა.

დავით ნაკაშიძის თქმით, დრონის დახმარებით თითქმის 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო ნაკლები ქიმიური ნივთიერებაა საჭირო, ვიდრე სხვა შემთხვევაში, რაც ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.

კომპანია Missiya სასოფლო-სამეურნეო დრონებს შეკვეთის მიღების საფუძველზე აწარმოებს და ყოველი დრონი ზუსტად ერგება მომხმარებლის პრეფერენციებსა და საჭიროებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები