მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ კორონავირუსის მეორე ტალღა?

5ee8ffb201d66
ანუკა ჯოხაძე
16.06.20 23:00
747
მას შემდეგ, რაც 2020 წლის თებერვალსა და მარტში, მსოფლიოში ახალი ტიპის კორნავირუსი გავრცელდა, ქვეყნების ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მკაცრი წესები შემოიღეს მოქალაქეების დასაცავად და მსოფლიო ფაქტობრივად დაიხურა. თუმცა ყველას ძალისხმევის შედეგად, პანდემია თუ ვერ დავამარცხეთ, მისი გავრცელების ტემპი შენელდა მაინც.

როგორც Weforum-ი წერს, ჯანდაცვის სისტემებისა და სხვადასხვა მოდელებისა თუ გზების გაერთიანებით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მაგალითად სლოვენია და ახალი ზელანდია, შეძლეს ქვეყანაში ინფიცირების მინიმუმამდე დაყვანა. დიდ ბრიტანეთში კი, გავრცელება შეაჩერეს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა აქ მეორე პრობლემა წარმოიშვა და ქვეყნები სერიოზული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის წინაშე დადგნენ. ამიტომ როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორმა და თავად მოქალაქეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს გახსნის რეჟიმზე გადასვლა. თუმცა, საკარანტინე ზომების მოხსნის პირველივე დღიდან გვაფრთხილებენ შესაძლო მეორე ტალღაზე, რომელიც სავარაუდოდ, განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდება სამყაროსთვის.

ამ დროს მთავარი კითხვაა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ თავიდან ავირიდოთ ეს ფაქტი. პასუხი მხოლოდ უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს, თუმცა რეალურად დაზღვეულები მაინც არაფრით ვართ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ადამიანები გამოვიდნენ სახლიდან და მეტად ურთიერთობენ ერთმანეთთან. ხოლო სანამ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს ინფიცირებული ადამიანები, მეორე ტალღის რისკი მეტად მაღალია და ვარაუდობენ, რომ გაცილებით სწრაფად გავრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი.
ამის მიზეზი ისიც არის, რომ მართალია იზოლაციასა და მკაცრ რეჟიმს ადამიანები პირველად დაემორჩილნენ, მაგრამ მეორე ჯერზე მსოფლიოს სახლში გამოკეტვა ცოტა გართულდება. საგულისხმოა ისიც, რომ ამინდის ცვლილება ხელს არ უშლის კორონავირუსს და ის შესაძლოა შემოდგომაზე ან/და ზამთრის სეზონზე გავრცელდეს, სეზონურ გრიპებთან ერთად.

და ბოლოს, ვირუსმა შეიძლება მუტაცია განიცადოს და მეცნიერებისთვის ახალი კვლევის ობიექტი გახდეს, რაც თავისთავად ვაქცინის შექმნას კიდევ უფრო გაწელავს დროში, თუმცა ექსპერტები იმედოვნებენ, რომ წამალი მიმდინარე წლის შემოდგომას მზად იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები