მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიძლება უცხო ქვეყანამ დეპუტატი დამისანქციროს... რა ხალხი ხართ კაცო, რა გიხარიათ? - კვიჟინაძე ოპოზიციას

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

ჩემთვის დავფიქრდი, პირიქით რომ ყოფილიყო და ბატონი რომანი[გოცირიძე] დაესანქცირებინათ... ძალიან გავბრაზდებოდი და მეწყინებოდა... რა ხალხი ხართ, რა გიხარიათ? - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

„რაც შეეხება[რუსულ კანონთან] დაკავშირებულ სანქციებს. მე ნიუანსებში არ შევდივართ. სანქცია რაზე უნდა დააწესონ? მე მაქვს კანონი, მაგრამ შენ თუ მიიღებ, სანქციებს დაგიწესებთო... პოლიტიკაში არ შევდივარ. ჩემთვის დავფიქრდი, პირიქით რომ ყოფილიყო, ბატონი რომანი რომ დაესანქცირებინათ, ძალიან გავბრაზდებოდი, მეწყინებოდა...

როგორ შეიძლება უცხო ქვეყანამ დეპუტატი დამისანქციროს. რა ხალხი ხართ კაცო, რა გიხარიათ? ჩემთვის არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა და თქვენ რა გიხარიათ? თან ამ რუსეთს რომ იძახით, „ნაციონალური მოძრაობაა“ აგენტი, გადაეცით ყველაფერი და ომი წამოიწყეთ და ჩვენ ვართ აგენტები? „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა ეგეთ? გარდა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ? ნუ ეფარებით ნურაფერს. თქვენ, ვინც მაგას ლაპარაკობს, არ გიყვართ თქვენი სამშობლო და არ გიყვართ თქვენი მოქალაქეები“, - თქვა პაატა კვიჟინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები