გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გამყარებამ 0.24 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.7005 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 2.13 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.14 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 3.2-თეთრიანი გაუფასურება დადგა (კურსი 3.60 ლარი). ლარი ასევე გაუფასურდა რუსულ რუბლთან, თუმცა გამყარდა დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.
ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ამ დროისთვის მხოლოდ სავალუტო რეზერვების ნოემბრის სტატისტიკა არის ცნობილი. ნოემბერში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, რეზერვები 5.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. წლიურ ჭრილში კი რეზერვები 1.7 მილიარდი დოლარით, ანუ 41%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათ სებ-ი და საქსტატი ეტაპობრივად შემდგომ კვირაში გამოაქვეყნებენ.
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.7005 | 0.24 |
| 1 ევრო | 3.1461 | -2.13 |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.6017 | -3.2 |
| 1 თურქული ლირა | 0.0635 | 0.01 |
| 100 რუსული რუბლი | 3.5494 | -7.75 |
| 1000 სომხური დრამი | 7.0879 | 0.37 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5883 | 0.15 |
| 10 ჩინური იუანი | 3.8201 | -0.02 |
| 100 იაპონური იენი | 1.7409 | -1.15 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6407 | -0.14 |
























