გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გამყარებამ 0.20 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 1.79 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.16 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 0.7-თეთრიანი გაუფასურება დადგა (კურსი 3.61 ლარი). ლარი ასევე გაუფასურდა რუსულ რუბლთან, თუმცა გამყარდა დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.
ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ამ დროისთვის მხოლოდ სავალუტო რეზერვების ნოემბრის სტატისტიკა არის ცნობილი. ნოემბერში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, რეზერვები 5.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. წლიურ ჭრილში კი რეზერვები 1.7 მილიარდი დოლარით, ანუ 41%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათ სებ-ი და საქსტატი ეტაპობრივად შემდგომ კვირაში გამოაქვეყნებენ.
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.6985 ლარი; | 0.2 თეთრი |
| 1 ევრო | 3.1640 ლარი; | -1.79 თეთრი |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.6084 ლარი; | -0.67 თეთრი |
| 1 თურქული ლირა | 0.0632 ლარი; | 0.03 თეთრი |
| 100 რუსული რუბლი | 3.3855 ლარი; | 16.39 თეთრი |
| 1000 სომხური დრამი | 7.0678 ლარი; | 2.01 თეთრი |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5872 ლარი; | 0.11 თეთრი |
| 10 ჩინური იუანი | 3.8245 ლარი; | -0.44 თეთრი |
| 100 იაპონური იენი | 1.7305 ლარი; | 1.04 თეთრი |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6393 ლარი. | 0.14 თეთრი |




























