მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ლარის კურსი გასულ კვირაში ძირითად ვალუტებთან მიმართებით - შედეგები

ლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გამყარებამ 0.01 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 0.34 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.16 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი 0.15-თეთრიანი გაუფასურება დადგა (კურსი 3.61 ლარი). ლარი ასევე გაუფასურდა სომხურ დრამთან, თუმცა გამყარდა აზერბაიჯანულ მანათთან და რუსულ რუბლთან.

ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ამ დროისთვის ცნობილია გასული თვის საგარეო ვაჭრობის და ფულადი გზავნილების სტატისტიკა. კერძოდ კი, 2025 წლის ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 44%-ით, 782 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი 1.5%-ით, 1.45 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ხოლო ფულადი გზავნილები კი 12%-ით, 298 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე ცნობილია საქართველოს სავალუტო რეზერვების სტატისტიკა. ნოემბერში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, რეზერვები 5.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. წლიურ ჭრილში კი რეზერვები 1.7 მილიარდი დოლარით, ანუ 41%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათ სებ-ი და საქსტატი ეტაპობრივად შემდგომ კვირებში გამოაქვეყნებენ.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.6984 ლარი; 0.01 თეთრი;
1 ევრო 3.1606 ლარი; 0.34 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6099 ლარი; -0.15 თეთრი;
1 თურქული ლირა 0.063 ლარი; 0.02 თეთრი;
100 რუსული რუბლი 3.3548 ლარი; 3.07 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.0778 ლარი; -1 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5872 ლარი; 0 თეთრი;
10 ჩინური იუანი 3.8325 ლარი; -0.8 თეთრი;
100 იაპონური იენი 1.7144 ლარი; 1.61 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6384 ლარი; 0.09 თეთრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები