2026 წლის იანვარი ფინანსური ბაზრებისთვის საკმაოდ დინამიკური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ S&P 500-მა თვის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, თვის მიწურულს ტექნოლოგიურ სექტორში მნიშვნელოვანი კორექცია დაფიქსირდა და პროგრესი გაქრა. საერთო ჯამში ვითარება ასეთია:
რა გაიზარდა?
– Southwest Airlines და Royal Caribbean: ორივე კომპანიამ იანვრის ბოლოს რეკორდული, 19%-იანი ზრდა აჩვენა, რაც გამორჩეული კვარტალური შედეგებით იყო გამოწვეული.
– Meta: ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღწეული პროგრესის და რეკორდული შემოსავლები გამო, აქციების შეფასება თვის ბოლოს 9%-ზე მეტით გაიზარდა.
– Caterpillar: სამრეწველო გიგანტმა იანვარში ჯამურად 16%-იანი მატება დააფიქსირა, რაც ასევე კვარტალური შედეგებით იყო განპიროებებული.
– მეტალები: ოქროს ფასი 17%-ით, ხოლო ვერცხლის ღირებულება 40%-ით გაიზარდა. ამასთან, პლატინას 10%-იანი ზრდა ჰქონდა.
რა შემცირდა?
– Microsoft: თვის მიწურულს მისი აქციების შეფასება 11%-ით დაეცა, რაც AI-ის მიმართულებით ხარჯების ზრდითაა განპირობებული.
– Atlassian და ServiceNow: დაფიქსირდა მკვეთრი, 10-11%-იანი კლება.
– კრიპტოვალუტები: ბიტკოინის ფასი 5%-ით, ხოლო ეთერიუმის ფასი 7%-ით შემცირდა.



























