მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი 2025 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასულ წელს სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2025 წლის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 98.7%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 92.69 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.48 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 29.5%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 40.35 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.21 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 155.8%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 30.85 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.41 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები