მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

64c4b88f0b7ba
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.23 22:42
867
სტატიაში საუბარია:

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 2.15%-ით შემცირდა
და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 31.85 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.56 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 22.7%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.06%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 26.20 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.44 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 18.5%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 2.22%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 8.82 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 411 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 21.7%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები