საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 3.32%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 49.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.43 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 42.65%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.61%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.69 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 12.43%-ით გაიზარდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.31%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 13.06 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 608 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 30.6%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart