საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 11.34%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 47.70 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.34 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 37%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 15.90%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 29.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.60 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 1.57%-ით გაიზარდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 14.08%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 11.72 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 546 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 23%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart