საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 4.55%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 49.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.42 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 39.7%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.17%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 30 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.65 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 3%-ით გაიზარდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.52%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 11.72 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 543 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 24%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart