საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 9.78%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.04 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 3.62%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 7.27%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 28.05 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.54 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 1.08%-ით გაიზარდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 6.94%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.92 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 462 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 3.13%-ით შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart




























