საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 4.48%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.23 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 20.21%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.48%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 31.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.73 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.14%-ით გაიზარდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.20%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.22 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 476 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 5.89%-ით შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart