საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 10.88%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 40.55 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.93 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 6.71%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 9.84%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 28.40 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.56 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 2.24%-ით შემცირდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 5.38%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.67 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 450 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 13.20%-ით შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart