საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 4.41%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.05 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.92 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 8.01%-ით შემცირდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.48%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 27.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 2.82%-ით შემცირდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 4.26%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.67 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 450 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 16.92%-ით შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart