მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟა

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიით არის წარმოდგენილი.

უახლესი, 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.74%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 40.00 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.79 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 25.65%-ით შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება 0.35%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 28.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 17.05%-ით შემცირდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.58%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.34 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 409.83 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 23.18%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები