მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სულ სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველ სამუშაო კვირაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

გასული კვირის შედეგები ასე ნაწილდება:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 7.71%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 42.60 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.85 მილიარდ სტერლინგს აღწევს.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.60%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 28.05 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 4.59%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 10.48 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 402 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები