მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სულ სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.

მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.18%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.80 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.30 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 17.15%-ით გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.16%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.95 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.70 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 24.04%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 2.08%-ით შემცირდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 11.32 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 523 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 24.53%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები