მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სულ სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.

მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.24%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45.75 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.25 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 14.38%-ით გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.10%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.30 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.67 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 18.36%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 3.71%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 11.74 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 547 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 22.29%-ით გაიზარდა.

წყარო: Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები