ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა კვლავ სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.07%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 66.80 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.28 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 42.58%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.51%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 44.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 47.36%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 1.47%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 18.74 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 873 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 58.54%-ით გაიზარდა.




























