ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა კვლავ სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 3.14%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 68.90 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 49.30%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.01%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 45.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.48 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 47.15%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 2.24%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 19.16 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 893 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 71.07%-ით გაიზარდა.




























