ბოლო ერთ კვირაში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. მათ შორის "საქართველოს ბანკის" აქციების ფასი გაიზარდა 5.74%-ით, "თიბისი ბანკის" - 3.74%-ით, ხოლო "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი 4.74%-ით.
მიმდინარე კვირის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის ჯგუფის" (BGEO) ერთი აქციის ფასი 69.95 გირვანქა სტერლინგია, "თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBCG) აქცია - 45.80 გირვანქა სტერლინგი ღირს, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) - 19.00 გირვანქა სტერლინგი.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ ქართულ კომპანიებს შორის, ბოლო 6 თვეში აქციების ფასის ყველაზე დიდი მატება - 62.12% - "საქართველოს კაპიტალს" უფიქსირდება.
რაც შეეხება ქართული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას, "საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3,43 მლრდ გირვანქა სტერლინგია, "თიბისის" - 2,52 მლრდ გირვანქა სტერლინგი, ხოლო "საქართველოს კაპიტალის" - 885.4 მლნ გირვანქა სტერლინგი.
LSE-ზე ფასთა ცვლილება დეტალურად:
| კომპანია | საბაზრო კაპიტალიზაცია (მლნ გირვანქა სტერლინგი) | აქციის ფასი (გირვანქა სტერლინგი) | ფასის ერთკვირიანი ცვლილება | ფასის ცვლილება ერთ თვეში | ფასის ცვლილება 3 თვეში | ფასის ცვლილება 6 თვეში |
| საქართველოს ბანკის ჯგუფი | 3 439.4 | 69.95 | 5.74% | 4.25% | 24.91% | 52.07% |
| საქართველოს კაპიტალი | 885.42 | 19.00 | 4.74% | -1.25% | 22.27% | 62.12% |
| თიბისი ბანკის ჯგუფი | 2 526.14 | 45.80 | 3.74% | -0.65% | 5.90% | 49.92% |




























