ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 5.20%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 73.80 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.63 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 37.17%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 7.53%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 41.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.27 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 3.86%-ით შემცირდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 0.84%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 23.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 68.82%-ით გაიზარდა.




























