ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 5.25%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 75.85 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.72 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 19.73%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 12.06%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 38.30 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.11 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 21.19%-ით შემცირდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 3.28%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 25.05 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.17 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 39.63%-ით გაიზარდა.




























