მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.22%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 91.50 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 35.36%-ით გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.87%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 40.00 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.20 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 11.80%-ით შემცირდა.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 4.56%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 29.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.38 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 58.51%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები