მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 4.61%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 100.9 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.96 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 30.36%-ით გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 5.07%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 42.5 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 13.09%-ით შემცირდა.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 3.21%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 33.75 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.57 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 58.08%-ით გაიზარდა.

წყარო: Galt & Taggart Brokerage

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები