მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:

Lion Finance Group PLC (BGEO) აქციების ფასი 7.81%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 116 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 57.18%-ით გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 9.84%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 51.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.85 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 25.88%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 0.62%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 40.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.9 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 73.62%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები